შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მენატრები

მენატრები, როგორც მელნის მხურვალება,
როგორც ქარებს ნელი ვალსი ვერხვებთან,
გავატანო პოეზიას მწუხარება,
მერცხლებს ვამცნობ ღმერთთანა მსურს შეხვედრა.

შენ ერთი ხარ როგორც ზეცის დიადემა,
ხელისგულებს შერჩენილი სითბო,
სულს დაგითმობ სიკვდილთან მსურს დაზავება,
ვიცი ღმერთმა ანგელოზად გიხმო.

მენატრება, სიცხადეში შენი ხილვა,
ეს სიზმრები სულს მიკორტნის, მახრჩობს,
პოეზიას გავაყოლე მწველი ხველა,
სუნთქვაც მიჭირს, შენ სახელს ვერ ვამბობ.

ს,ბ
1/02/2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →