შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

როცა შენს ხმაურს ვერავინ იგებს,

როცა შენს ხმაურს ვერავინ იგებს,
როცა სიჩუმეც არავის ესმის,
შენ გადაყვები წამს რომ გაფითრებს,
ვეღარ იშორებ მელანსაც გვემის.
მთვარე გკიდია სულზე, გამძიმებს,
მღვრიე დინება სტრიქონთა გდევნის,
იცი აისიც ვეღარ განცვიფრებს,
საყდარს ეძებ და ნისლი ირევის.
ყოფით მთვრალი ხარ, ვერა გაფხიზლებს,
წასვლას ელტვი და სიმხდალე ჯაბნის,
სარკეს კი ჩამქრალ თვალებს არიდებ,
ოხ, სულში მხეციც საყრდენებს გაცლის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →