შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ხან თოლია ვარ, ხან ალბატროსი...

ხან თოლია ვარ ტალღებს გავურბი,
ხან ალბატროსი დავჯაბნი შიშებს,
ღმერთს სიკვდილამდე ბრძოლა აღვუთქვი,
ტარტაროზი კი ცოცხლადვე მითრევს.

დაკოჟრილ თითებს მელნით ვსალბუნობ,
და ალიონით ღმერთი ზეთს მაცხებს,
დაგეშილ დღეებს უხვად ვნახულობ,
გულის ნაკეცებს გავუშლი ღამეს.

ხან თოლია ვარ, ხან ალბატროსი,
ხანაც სიშმაგით სუნთქვას ვივიწყებ,
ჩემ შინაგან ხმას მე არავცნობდი,
და მის შეცნობას მე ღმერთით ვიწყებ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →