შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბინდდება, მე კი ახლა ვიღვიძებ ..

ბინდდება, მე კი ახლა ვიღვიძებ,
სულს კარადიდან ჩამოვხსნი, ვფინავ,
სადამდეც შეძლებ წვიმავ იდინე,
განმკურნე მელნით თავს, რომ ვიწამლავ.

სიცოცხლის ბოლოს მომაგონდება,
სევდანარევი ზეცის სილურჯე,
ღამით უმზეო გამოდარება,
ლაჟვარდის წმინდა, წრფელი სიდინჯე.

შებინდდა, მძიმე დაისი მაწევს,
და ჩემ სულს მწუხრის მარყუჟში ვხლართავ,
აღარც კი ვლოცულობ,- ხელს ნუ გამიშვებ,
ყინავს და პულსსაც ღმერთივით ვკარგავ.

ნეტავ როდემდე განმეორედება,
სულის მძაფრ სისხლში ხელების გასვრა,
არა, ტკივილი არ განელდება,
გაზვირთდება და მხეცივით მშთანთქავს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →