შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ქალი

შენ ვერ აღიქვამ, რა ტკივილია,
როდესაც ქალი სარკეს ივიწყებს,
ყოველ ფიქრში რომ ის თვითმკვლელია,
ცრემლით ნაღველს, რომ ცეცხლად იკიდებს.

ქალი რომ მანდილს ყულფად გაკვანძავს,
როგორც ჯაჭვი აქ სულზე მიმბული,
ეჟვანი მუდამ უდროოდ ყეფავს,
სხივთა ლანდში რომ ფეხ აქ ჩადგმული.

ის გაზაფხული ვერ იყვავილებს,
ცრემლით მორწყული იასამნები,
ამაოება მარტს დაამწუხრებს,
კვლავ ქალის სულში გამომჟღავნდების.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →