ჩანაწერი
Laravel
ქარმა სარკმელს მოაგლიჯა ფარდა...
ქარმა სარკმელს მოაგლიჯა ფარდა,
დაანახა ზეცას სულს რომ ნამქრავს,
ვფიქრობ ნუთუ ქარიშხალი ჩადგა,
დამიბრუნებ სულმოგლეჯილ თავშალს?
შენი მზერა მახვევია მხრებზე,
დალალები მოვიგლიჯე, დავწვი,
მითხარ ხედავ? გაქვავებულ მტევნებს,
მოვიმტვრიე, მელანით რომ დავშრი.
ქარმა სარკმელს მოაგლიჯა ფარდა,
დამიბრუნებ სულმოგლეჯილ მანდილს?
გაზაფხულიც მოვიდა და გაქრა,
მეც მოვიგლეჯ შენთან ყოფნის წადილს.
დაანახა ზეცას სულს რომ ნამქრავს,
ვფიქრობ ნუთუ ქარიშხალი ჩადგა,
დამიბრუნებ სულმოგლეჯილ თავშალს?
შენი მზერა მახვევია მხრებზე,
დალალები მოვიგლიჯე, დავწვი,
მითხარ ხედავ? გაქვავებულ მტევნებს,
მოვიმტვრიე, მელანით რომ დავშრი.
ქარმა სარკმელს მოაგლიჯა ფარდა,
დამიბრუნებ სულმოგლეჯილ მანდილს?
გაზაფხულიც მოვიდა და გაქრა,
მეც მოვიგლეჯ შენთან ყოფნის წადილს.
Laravel
კომენტარი
0