შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შენ თუ ჩემ სულში ღამეს გაათევ...

შენ თუ ჩემ სულში ღამეს გაათევ,
აღარასოდეს არ დაბნელდება,
დანგრეულ საყდარს თუ კვლავ ააგებ,
გრძელი ზამთარი ვერ გამეფდება.

შენზე ფიქრები ღმერთამდე აღწევს,
სულზე დაღვენთილ თაფლის სანთელო,
წმინდა სინათლე დარაბშიც აღწევს,
და პოეტურად ვლოცულობ მიშველო.

ღამეს ვიკეცავ გულის ჯიბეში,
არ დაივიწყებს ღამე ჩემ ფეთქვას,
და თუ ოდესმე მიწად ვიქეცი,
მწუხრს ჩასჩურჩულე მომიყვანს შენთან...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →