შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

რბილი მყარს შემოვაწყვიტე ..

რბილი მყარს შემოვაწყვიტე,
მთა – მთას, მწვერვალი –
მწვერვალსა,
ბარემ ერთბაშად დაგვწყვიტე
ცოტცოტაობით ლევასა.
ბარემ ერთბაშად მოგვლიე,
ვინც ვბობოქრობთ და ავვზნეობთ,
იქაც ასეთნი მოგივალთ
ვერდატეულნი სამზეოს.
იქაც ასეთნი გაგიმღვრევთ
ნათლის ბინდებით შემკვრელნი,
მერე რის კარებს გაგვიღებ –
ქვესკნელისა თუ ზესკნელის?..
ღმერთო !
ვიდრემდის დაგვშლიდე,
დაგვლევდე მიწის პირამდის
ვერც ჯოჯოხეთით დაშინდეს
ჩვენი ჯიში და ჯილაგი.
ისევ აქ ამოგვაშენე,
აქა გვლიე და გვამრავლე,
მოგვეცი თავში საშენიც,
გზაც —— აქეთ-იქით სავალიც,
მზე იჯდეს ციხის ჭერხოზე –
ბანზე ყიოდეს მამალი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →