შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ცა მეტისმეტად სუფთაა ..

ცა მეტისმეტად სუფთაა
დღე შემზარავად მღვრიე
ქარი უძნელებს სუნთქვას
პოეტის დაღლილ იერს.
თეთრი ვერხვების მწკრივი,
ავსებს ფერშეცვლილ სურათს,
როცა პოეტი ტირის,
მაშინ ქარები სდუმან.
როცა პოეტი ტირის,
იგლეჯს სახიდან ნიღაბს,
ინთება სანთლის მწკრივი,
მიღმა, ამ ცათა მიღმა.
როცა პოეტი ტირის,
ცა სუფთაა და წყნარი,
როცა პოეტი ტირის,
მაშინ მშვიდია ქარი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →