შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დღეს ეს დღე უნდა ვიჯავრო ..

დღეს ეს დღე უნდა ვიჯავრო,
ჩავდევ ჩათელილ იელებს,
გვიშველე ლაშარის ჯვარო!
შეგვკარ და გაგვაძლიერე!
ქარებს მივდევდი, ვკიოდი,
ნისლი ნისლებში ვაბრუნე,
გვიშველე წმინდა გიორგი,
სამზეოს ამოგვაბრუნე!
ისევ მთებს უნდა გავბღავლო,
ცათა დატეხილ აჩრდილებს,
გვიშველე, ღმერთო მაღალო,
ცოდვილნი, გადაგვარჩინე!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →