შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბილიკნი მიდი – მოდიან ..

ბილიკნი მიდი – მოდიან
ცერგვარად აქეთ – იქითა,
მგზავრები ზოგი მსუბუქად,
ზოგი მიმოდის ტვირთითა,
სუყველა დამდორებული
საწუთისოფლო ფიქრითა,
მთები კვლავ დგანან მდუმარედ
მკერდზე დაყრილი ჭირხლითა.
მე ვზივარ საფლავის ლოდზე
ხელში ნაკლულის ჭიქითა,
შრიალებს გრილი ნიავი,
მინდვრის ფსალმუნებს მიკითხავს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →