შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

თქვენ ჩემ გიკვირთ, რომ ვტირი ..

თქვენ ჩემ გიკვირთ, რომ ვტირი,-
თვალით რომ მხედავთ სველითა?!
აბა, გახედეთ სამყარო
მარტო მე მოვრწყე ცრემლითა!…
ბევრნი ვართ,ვინაც სატკივარს
ასეთი წესით ვშველითა…
ვინმესთვის მითქვამს თქვენიდან,
ხმა რად გამოდის მღერის?!
ზოგნი ვმღერთ, ზოგნი ვტირივართ,
ვერას გაიგებთ წერისას…
შენსას არაფერს ვკითხულობ,
ნურც შენ იკითხავ ჩემისას.
შენ გემღერება? – იმღერე,
ნუ განმსჯი ცრემლის დენისას…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →