შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ხედავ? ..

ხედავ?!
რა მთვარე აღმოხდა,
გადმოეფინა მაღლობს…
ფოთოლიც არ თრთის, რა მოხდა,
მომენატრე და ვნაღვლობ.
თავის ჩრდილს მიფენს თავშავა,
შუბლზე საამოდ მცვარავს,
კლდეებმა ჩამოაშავეს
გარინდებული ჭალა.
ჩემს თვალწინ დნება სანთელი,
ღამეს ელევა ძალა,
ვხედავ, ბალახებს გათელილს
წელში ასწორებს ქარი,
ტყისკენ ირემი იჩქარის,
ბღავილით ეძებს სწორფერს,
– მიყვარხარ! –
ერთხელ გითხარი,
ხვალ მთელ სამზეოს მოვფენ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →