შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ვამთავრებ ლოცვას – ..

ვამთავრებ ლოცვას –
ვარ ზედმეტად თავისუფალი,
ვხედავ ჩემს სხეულს
სანთლის მკრთალი ჩრდილით შემოსილს
და ცა მიღიმის, ცა მიღიმის –
თვალი უფალის
და აწვიმთ ნისლებს, აწვიმთ ნისლებს –
ფრთებს ანგელოზის.
რა დიდი დღეა, დიდი დღეა –
სდუმან ქარები,
და მეც მშვიდი ვარ,
მეც მშვიდი ვარ ბორგვას ჩვეული,
აღარც მზე არის, აღარც მთვარე,
არც ვარსკვლავები,
მხოლოდ მე ვარ და
იფერფლება ჩემი სხეულიც…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →