ჩანაწერი
Laravel
წყალი ..
წყალი მორჩილად გილოკავს წვივებს
და ჩუმი კრძალვით მკერდამდე გწვდება,
წყალი,
რომელიც არ ჰკარგავს იმედს,
შეგირიგებს და შეგირიგდება.
ცივი ხარ,
ცივი...
წყალსაც არ სწყალობ,
არც ეს სიცივე არის მთავარი,
შენ მოწყალებას არ იღებ, ქალო,
მაგრამ წყლის ლტოლვაც არის თამამი.
და ჩუმი კრძალვით მკერდამდე გწვდება,
წყალი,
რომელიც არ ჰკარგავს იმედს,
შეგირიგებს და შეგირიგდება.
ცივი ხარ,
ცივი...
წყალსაც არ სწყალობ,
არც ეს სიცივე არის მთავარი,
შენ მოწყალებას არ იღებ, ქალო,
მაგრამ წყლის ლტოლვაც არის თამამი.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=6577
კომენტარი
0