შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

თვალნი უსივრცეოდ დამიმშიეთ ..

თვალნი უსივრცეოდ დამიმშიეთ,
სურვილით გადახურდებიან.
მერე, ა, ის გზა ამირჩიეთ,
უკან რო აღარ ბრუნდებიან.
ბეჭზე მათრახი გადამკარით
ისე, სამი პირი ტყავი ამძვრეს;
ფუთი მარილი დამაყარეთ,
ტკივილები არ დამიამდეს.
წამოვიღრუბლო, დავიღამო,
განრისხებულმა დავიწივლო,
მიწას ფეხი დავცე, დაიბღავლოს,
სამი საჟენი დაიწიოს.
აღარ შემეხათროს არაფრისი,
არ შევდგე, აღარ მოვიმდორო,
ჩემი სიცოცხლე ალალ მისი,
ვინაც დამარცხება მომინდომოს.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=6580

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →