შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მარინა ცვეტაევა - 2. ალერსიანი პლუშის

#თარგმანები

მარინა ცვეტაევა - 2. ალერსიანი პლუშის

(ციკლიდან - მეგობარი ქალი)
2

ალერსიანი პლუშის პლედქვეშ ვარ,
წუხანდელ სიზმარს მოვიხმობ ისევ,
მაინც რა იყო?- ვინ გაიმარჯვა?-
ან გაიმარჯვეს ვისზე?

ჩავლილ საფიქრალს ახლიდან ვებმი,
ახლიდან ვიგრძნობ, ტანჯვამ რა მიყო,
იმაში, სახელს რომ ვერ ვუძებნი,
სიყვარული კი - იყო?

ვინ - მონადირე? ვინ - ნადავლი და,
პირიქითობა - საშინლად მატანს,
გრძლად მოკრუტუნე ნეტა რას მიხვდა
ის ციმბირული კატა.

ორთაბრძოლაში თვითნებობათა
ვის ხელში ბურთად ვინ იყო ნეტა?
ის ზე აჭრები - ვის დაემართა,
ნეტა რომლის გულს ნეტარს?

მაინც, რა იყო - ან რარიგია?
რა მსურს და თანაც რას ვნანობ მტანჯველს?
მე გავიმარჯვე? - ვერ გამიგია,
თუ ჩემზე გაიმარჯვეს!

23 ოქტომბერი 1914
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина цветаева
( из Цикла - Подруге )
2
Под лаской плюшевого пледа
Вчерашний вызываю сон.
Что это было? — Чья победа? —
Кто побеждён?

Всё передумываю снова,
Всем перемучиваюсь вновь.
В том, для чего не знаю слова,
Была ль любовь?

Кто был охотник? — Кто — добыча?
Всё дьявольски-наоборот!
Что понял, длительно мурлыча,
Сибирский кот?

В том поединке своеволий
Кто, в чьей руке был только мяч?
Чьё сердце — Ваше ли, моё ли
Летело вскачь?

И всё-таки — что ж это было?
Чего так хочется и жаль?
Так и не знаю: победила ль?
Побеждена ль?

23 октября 1914
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →