შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მარინა ცვეტაევა - ოთხიდან შვიდამდე

მარინა ცვეტაევა

ოთხიდან შვიდამდე


გულში, ვით სარკეში - ჩრდილი,
მოწყენა - გარეთ და შინ დამდევს.
ზანტდება დრო, ვიდრე დილით,
ყოველდღე ოთხიდან შვიდამდე!
კაცთაგან - ჯობია, შორს ვიყო,
ყველაა წყვდიადში ბოროტი.
როგორ მეტირება! დე, გრიხონ
თითებმა ხელსახოცი ბოლომდი.
გულს მატკენ - შეგინდობ,
ოღონდაც ასე არ მქირდავდე,
მე უნდა ვიდარდო
მუდმივად, ოთხიდან შვიდამდე.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

М.Цветаева

От четырех до семи

В сердце, как в зеркале, тень,
Скучно одной — и с людьми...
Медленно тянется день
От четырех до семи!
К людям не надо — солгут,
В сумерках каждый жесток.
Хочется плакать мне. В жгут
Пальцы скрутили платок.
Если обидишь — прощу,
Только меня не томи!
— Я бесконечно грущу
От четырех до семи.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →