შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მარინა ცვეტაევა - ო, სულისა

#თარგმანები

მარინა ცვეტაევა - ო, სულისა

***
ო, სულისა მარად ძღვენო,
მარგალიტად ცრემლი მწყდება,
ცოდო, ცოდო საქონელო,
არც არავინ გეტანება.

აღარ ფასობს გული ჩემი,
სხვა სიმდიდრით სხვამ იხაროს.
კედელზეა განაჩენი:
მეტისმეტად მჩატე ხარო!…

1919
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева - О души бессмертный дар

О души бессмертный дар!
Слезный след жемчужный!
Бедный, бедный мой товар,
Никому не нужный!

Сердце нынче не в цене, —
Все другим богаты!
Приговор мой на стене:
— Чересчур легка ты!..

1919 г.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →