ჩანაწერი
Laravel
მარინა ცვეტაევა - ღვიძლში ბრაზი არიდე
#თარგმანები
მარინა ცვეტაევა
ღვიძლში ბრაზი არიდე
***
ღვიძლში ბრაზი არიდე, შუბლზე - ნატვრა მრავალი.
ერთგულების ქალღმერთო, დაიცავი მხევალი!
უქმენ თუჯის აზღუდი მკერდისა სამალველი,
ერთგულების ქალღმერთო, იყავ მისი მფარველი!
ყოველგვარი აცილე სიტკბოებით ნაგემი,
ჰქმენი ენაბრკუნვილი, შეუბოჭე ბაგენი!
ძვალნი მისნი კუბოსი იყვნენ მარად მძევალი,
ერთგულების ქალღმერთო, დაიცავი მხევალი!
რათა ჩარხის ხმაური გაისმოდეს მუდამდროს,
დაე, ბაგეს კანონად - კლიტე იგი დაედოს.
რათა საფლავს ამკობდეს წარწერა შეუვალი:
“თანაერთგულებისა იყო იგი მხევალი”
გზაგასაყარს - უსწორე ძელს მისი ხერხემალი,
ერთგულების ქალღმერთო - ჯვარზე აცვი მხევალი!
1021
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева
От гнева в печени, мечты во лбу
От гнева в печени, мечты во лбу,
Богиня верности, храни рабу.
Чугунным ободом скрепи ей грудь,
Богиня Верности, покровом будь.
Все сладколичие сними с куста,
Косноязычием скрепи уста…
Запечатленнее кости в гробу,
Богиня Верности, храни рабу!
Дабы без устали шумел станок,
Да будет уст ее закон — замок.
Дабы могильного поверх горба:
«Единой Верности была раба!»
На раздорожии, ребром к столбу,
Богиня Верности — распни рабу!
24 октября 1921
24 октября 1921
მარინა ცვეტაევა
ღვიძლში ბრაზი არიდე
***
ღვიძლში ბრაზი არიდე, შუბლზე - ნატვრა მრავალი.
ერთგულების ქალღმერთო, დაიცავი მხევალი!
უქმენ თუჯის აზღუდი მკერდისა სამალველი,
ერთგულების ქალღმერთო, იყავ მისი მფარველი!
ყოველგვარი აცილე სიტკბოებით ნაგემი,
ჰქმენი ენაბრკუნვილი, შეუბოჭე ბაგენი!
ძვალნი მისნი კუბოსი იყვნენ მარად მძევალი,
ერთგულების ქალღმერთო, დაიცავი მხევალი!
რათა ჩარხის ხმაური გაისმოდეს მუდამდროს,
დაე, ბაგეს კანონად - კლიტე იგი დაედოს.
რათა საფლავს ამკობდეს წარწერა შეუვალი:
“თანაერთგულებისა იყო იგი მხევალი”
გზაგასაყარს - უსწორე ძელს მისი ხერხემალი,
ერთგულების ქალღმერთო - ჯვარზე აცვი მხევალი!
1021
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева
От гнева в печени, мечты во лбу
От гнева в печени, мечты во лбу,
Богиня верности, храни рабу.
Чугунным ободом скрепи ей грудь,
Богиня Верности, покровом будь.
Все сладколичие сними с куста,
Косноязычием скрепи уста…
Запечатленнее кости в гробу,
Богиня Верности, храни рабу!
Дабы без устали шумел станок,
Да будет уст ее закон — замок.
Дабы могильного поверх горба:
«Единой Верности была раба!»
На раздорожии, ребром к столбу,
Богиня Верности — распни рабу!
24 октября 1921
24 октября 1921
Laravel
კომენტარი
6იქნებ თარიღსა და ავტორის ვინაობას დახედოთ. როცა მარინა ცვეტაევა ამას წერდა, 1921 წელს ანუ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ეს ნამდვილად არ იყო ბანალური რუსული ფემინური პოეზიისათვის, არანაირი გაგებით, სწორედაც რომ პირიქით.
სტილი - კარგად ჩანს, რომ ნამდვილად ინდივიდუალური - ცვეტაევასეულია.
როგორ დამაინტერესა თქვენმა ნათქვამმა!
შეიძლება გკითხოთ? - მაინც რომელ ქალ პოეტებთან შედარებამ გაგიჩინათ აზრი, რომ ცვეტაევა - ბანალურია?
ეს ორი სხვადასხვა რამაა.
ქართული პოეზიის ფემინიზაცია, რომელიც ჯერ ტენდენციად გამოვლინდა გასული საუკუნის ბოლოს, დღეს იმ საფეხურამდეა მისული, რომ რამდენიმე კაცი ავტორი- ღა ჰყავს თანამედროვე ქართულ პოეზიას, განსხვავებით წინა საუკუნისაგან, როცა ქალთა ხმა ძალზე სუსტად ისმოდა.
ამას ცხადია, თავისი სოციალური მიზეზებიც აქვს, მაგრამ სიტყვას აღარ გავაგრძელებ.
ქალებმა ახალი ფემინური ანუ ქალური სათქმელი მოიტანეს ჩვენს პოეზიაში. ღირე - ბულებანი, მიდგომები კარდინალურად შეცვლილია.
ამაში რუსი ავტორებიდან ახმატოვასა და ც ვეტაევას - წვლილი მიუძღვით.
შესაძლოა, რომელიმე ქალმა ავტორმა თქვას, მათ შემოქმედებას არც ვიცნობო, მაგრამ ზეგავლენის გზები მთლად პირდაპირი როდია. …
გღლით ახლა ლაპარაკით. აქ გავჩერდები, თორემ ცოტაც და …გადავდივარ ლიტთეორიულ პრობლემატიკაზე და
მეორედ შემოხმიანების ხალისს დაგიკარგავთ…