შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

საშა ჩორნი - ჩივის ობივატელი

#თარგმანები

მთარგმნელისაგან: არ გაგონებთ დღევანდელი საქართველოს მდგომარეობას?
ეს ლექსი არ ვიცოდი, მეგობრის თხოვნით ვთარგმნე

საშა ჩორნი

***

ჩემი ცოლი - დამსმენია,
ვაჟი - კი მყავს “ესერი”,
კადეტი მყავს მე დაია,
მენაგვე - სტაროვერი.

მზარეული - მონარქისტი,
სიძე - არისტოკრატი,
დედაჩემი - ანარქისტი,
მე.. მჩვევია რატრატი…

ქალიშვილი - გიმნაზისტი,
ათი წლისაც არაა!
ყოფილა სოციალისტი,
ასეთი სამყაროა!

დილიდანვე გროვდებიან
და მთელი ჯახეთია,
ჩემთვის - თითქოს კომედია,
ნაღდი ჯოჯოხეთია!

და გაჰკივის - “გავასწოროთ”,
ვაჟი ყვირის - “ დავშალოთ”
სიძე ამბობს “გავამწაროთ”
მენაგვე - “ რად დავმალოთ!”

მეუღლესაც რა მოსვლია!
გალეული ლანდიც კი
მძიმედ ხვნეშის, როგორც სვია,
კვნესის, “ვაი, შაკიკი!”

გევედრები, შემოქმედო,
სულაც არ მეხუმრება,
ობივატელს შემომხედო -
რუსს, მშვიდი მსურს ცხოვრება!

დაამშვიდე დედაჩემი,
დამიწყნარე მშობელი,
მარტოდმარტო ვერ დავრჩები
მე ამ ფაფის მხვრეპელი.

დედა, როგორც ანარქისტი
მუდამ იწყებს პირველი,
და აჰყვება გიმნაზისტი,
ნახირიც საკვირველი.

და გაჰკივის ,,მოვაწყოთო”
სიძე - “ვაფურთხებო მე”
ვაჟი - “დროზე, ჩავაწყოთო”
მე კი ვყვირი: სიჩუმე!”

ჩემი კერაც დააქცია,
ჩაქრეს მისი კაშკაში!
გულში ვნატრობ გამაქცია
ნეტა ამერიკაში!

1906

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Саша Черный

Моя жена – наседка,
Мой сын – увы, эсер,
Моя сестра – кадетка,
Мой дворник – старовер.

Кухарка – монархистка,
Аристократ – свояк,
Мамаша – анархистка,
А я – я просто так...

Дочурка – гимназистка
(Всего ей десять лет)
И та социалистка –
Таков уж нынче свет!

От самого рассвета
Сойдутся и визжат –
Но мне комедья эта,
Поверьте, сущий ад.

Сестра кричит: «Поправим!»
Сынок кричит: «Снесем!»
Свояк вопит: «Натравим!»
А дворник – «Донесем!»

А милая супруга,
Иссохшая как тень,
Вздыхает, как белуга,
И стонет: «Ах, мигрень!»

Молю тебя, создатель
(совсем я не шучу),
Я р у с с к и й о б ы в а т е л ь –
Я п р о с т о ж и т ь х о ч у!

Уйми мою мамашу,
Уйми родную мать –
Не в силах эту кашу
Один я расхлебать.

Она, как анархистка,
Всегда сама начнет,
За нею гимназистка
И весь домашний скот.

Сестра кричит: «Устроим!»
Свояк вопит: «Плевать!»
Сынок кричит: «Накроем!»
А я кричу: «Молчать!!»

Проклятья посылаю
Родному очагу
И втайне замышляю –
В Америку сбегу!..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →