ჩანაწერი
Laravel
ემილი დიკინსონი - მარტო ძვირფასო
#თარგმანები
სტილი - მთარგმნელის კაპრიზი როდია.
აქ ემილი ვიქტორიანული ეტიკეტის დაცვით, კლიშე-ფრაზებით ეგებება სტუმარს - გაზაფხულს.
ემილი დიკინსონი
მარტო ძვირფასო, შინ შემობრძანდით!
( 1320)
***
მარტო ძვირფასო, შინ შემობრძანდით!
მოხარული ვარ.
ვიმედოვნებდი მეწვეოდით,
აი, ადგილი თქვენი ქუდისთვის.
ფეხით გივლიათ- სულს ძლივს ითქვამთ.
მარტო ძვირფასო, როგორ გიკითხოთ,
დანარჩენებიც, იმედია, კარგად არიან.
ბუნება ხომ კარგად დატოვეთ?
ო, მარტო, აქეთ, ამობრძანდით ამ კიბეებზე! -
თქვენთვის იმდენი მაქვს საამბობი.
(ინგლისურიდან თარგმნა ნინო დარბაისელმა)
სტილი - მთარგმნელის კაპრიზი როდია.
აქ ემილი ვიქტორიანული ეტიკეტის დაცვით, კლიშე-ფრაზებით ეგებება სტუმარს - გაზაფხულს.
ემილი დიკინსონი
მარტო ძვირფასო, შინ შემობრძანდით!
( 1320)
***
მარტო ძვირფასო, შინ შემობრძანდით!
მოხარული ვარ.
ვიმედოვნებდი მეწვეოდით,
აი, ადგილი თქვენი ქუდისთვის.
ფეხით გივლიათ- სულს ძლივს ითქვამთ.
მარტო ძვირფასო, როგორ გიკითხოთ,
დანარჩენებიც, იმედია, კარგად არიან.
ბუნება ხომ კარგად დატოვეთ?
ო, მარტო, აქეთ, ამობრძანდით ამ კიბეებზე! -
თქვენთვის იმდენი მაქვს საამბობი.
(ინგლისურიდან თარგმნა ნინო დარბაისელმა)
Laravel
კომენტარი
0