შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ემილი დიკინსონი - ყოველწამიერ

ემილი დიკინსონი

125

ყოველ წამიერ ექსტაზს ფასად
ტანჯვა აქვს მუდამ
და უნდა ძრწოდე, რადგან
ექსტაზს გადახდა უნდა.

ყველა საათი სიყვარულის
წლებს გაგიბასრებს -
გროშები სიმწრით ნაგროვები -
და ზარდახშა ცრემლებით სავსე.

Emily Dickinson - For each ecstatic instant (125)

For each ecstatic instant
We must an anguish pay
In keen and quivering ratio
To the ecstacy.

For each beloved hour
Sharp pittances of years--
Bitter contested farthings--
And Coffers heaped with tears!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →