შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მარინა ცვეტაევა - შავ ცაზე

შავ ცაზე - მარინა ცვეტაევა

#თარგმანები

მთარგმნელისაგან: გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ლექსის დაწერის თარიღს. რევოლუციურ მოსკოვში ორი შვილით უსახსროდ დარჩენილი მარინა, არც ქმრის ადგილ- სამყოფელი რომ არ იცის, სასოწარკვეთილია. ესმის რაღაც ლოზუნგები შრომასთან დაკავშირებით. არისტოკრატული წარმოშობის, ფუფუნებაში გაზრდილი ქალი- პოეტი ალღოს ვერ უღებს ახალ ყოფას. ვეცადე, თარგმანში შემენარჩუნებინა ყველა ის მხარე, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ ამ ლექსის მკვლევარები
თუმცა “ბგერწერული ექოები” შემირბილდა დასაწყისში. კერძოდ ,, ნა ჩორნომ” და ნაჩერტანი” - შავ ცაზე რაღაცა … ნაწერი - “ც-წ “ ზე გავაწყვე.
საყურადღებოდ მიაჩნიათ მკვლევარებს ისიც, რომ პირველი პირის მრავლობითი აქცენტირებულია ,, ჩვენ” , რაც იმას ნიშნავს, რომ მარინა ამ ლექსში ლაპარაკობს კოლეგათა სახელით.
შთაგონების შესახებ ბოლო ტაეპში - ჰომეროსთან დიალოგს ხედავენ. ჩემთვის ნაცნობი მკვლევარები კი არ აღნიშნავენ, მაგრამ მეჩვენება, რომ დაბრმავება - ნახსენები მეორე ტაეპში - ,, ბრმა ჰომეროსზე” ალუზიასაც შეიძლება შეიცავდეს.


მარინა ცვეტაევა

შავ ცაზე

***
შავ ცაზე - რაღაცა სიტყვები ნაწერი -
და დაბრმავებულა თვალები მშვენიერი…
და კვდომის არ გვაკრთობს ჩვენ არც სარეცელი
და ვნების არ გვატკბობს სარეცლის ჩვენ იერი.

ოფლშია - მწერელი და გუთნის მწეველი!
ჩვენთვის ნაცნობია - სხვა ლტოლვის მოგონება..
მსუბუქი ნათელი კულულზე მროკველი,-
რაღაც ნიავია მკრთალი - შთაგონება!

1918 .14 მაისი
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева - В черном небе слова начертаны…

В чёрном небе слова начертаны —
И ослепли глаза прекрасные…
И не страшно нам ложе смертное,
И не сладко нам ложе страстное.

В поте — пишущий, в поте пашущий!
Нам знакомо иное рвение:
Лёгкий огонь, над кудрями пляшущий, —
Дуновение — Вдохновения!

1918 .14 мая
Laravel

კომენტარი

1
ნინო დარბაისელი სტრონი
ნინო დარბაისელი სტრონი პოეტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი დონე 1 · ახალბედა 1 წლის წინ
#თარგმანები

მთარგმნელისაგან: გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ლექსის დაწერის თარიღს. რევოლუციურ მოსკოვში ორი შვილით უსახსროდ დარჩენილი მარინა, არც ქმრის ადგილ- სამყოფელი რომ არ იცის, სასოწარკვეთილია. ესმის რაღაც ლოზუნგები შრომასთან დაკავშირებით. არისტოკრატული წარმოშობის, ფუფუნებაში გაზრდილი ქალი- პოეტი ალღოს ვერ უღებს ახალ ყოფას. ვეცადე, თარგმანში შემენარჩუნებინა ყველა ის მხარე, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ ამ ლექსის მკვლევარები
თუმცა “ბგერწერული ექოები” შემირბილდა დასაწყისში. კერძოდ ,, ნა ჩორნომ” და ნაჩერტანი” - შავ ცაზე რაღაცა … ნაწერი - “ც-წ “ ზე გავაწყვე.
საყურადღებოდ მიაჩნიათ მკვლევარებს ისიც, რომ პირველი პირის მრავლობითი აქცენტირებულია ,, ჩვენ” , რაც იმას ნიშნავს, რომ მარინა ამ ლექსში ლაპარაკობს კოლეგათა სახელით.
შთაგონების შესახებ ბოლო ტაეპში - ჰომეროსთან დიალოგს ხედავენ. ჩემთვის ნაცნობი მკვლევარები კი არ აღნიშნავენ, მაგრამ მეჩვენება, რომ დაბრმავება - ნახსენები მეორე ტაეპში - ,, ბრმა ჰომეროსზე” ალუზიასაც შეიძლება შეიცავდეს.
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →