შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მარინა ცვეტაევა - გმადლობ, ო, ღმერთო

#თარგმანები

მარინა ცვეტაევა

გმადლობ, ო, ღმერთო

***

გმადლობ, ო, ღმერთო,
რომ გააჩინე ეს ოკეანე, შექმენი ხმელი,
რომ მაქვს სხეული ეს, ერთადერთი,
რომ სული მიდგას მე წარუვლელი.

და რომ სისხლი მაქვს ასე მხურვალი
და წყალი ესე - ცივი რომ არის,
გმადლობ, რომ მომეც მე სიყვარული,
გმადლობ, რომ დადგა ამგვარი დარი!

1918

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева

Благодарю, о Господь

***

Благодарю, о Господь,
За Океан и за Сушу,
И за прелестную плоть,
И за бессмертную душу,

И за горячую кровь,
И за холодную воду.
— Благодарю за любовь.
Благодарю за погоду.

1918 г.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →