ჩანაწერი
Laravel
ანა ახმატოვა - მუზა
მთარგმნელისაგან:
ანტიკურიდან მომდინარე და რუსულ პოეზიაში - საფუძვლიანად დამუშავებული თემაა. ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე მნიშვნელოვანი სიახლეა შეტანილი მასში ( “დუდოჩკას” თუ არ ჩავთვლით, სადაც სავარაუდოდ, იყენებს ხალხურ გამონათქვამს- Плясать под (чью-то) ду́дку) გამოყენებულია ასევე გამონათქვამი ”ვინმეს სიცოცხლე ბეწვზე წკიპზე კიდია).
ფიქსირდება კია პოეტური მეტყველების სხვა არსენალი, მაგრამ დიდად აქცენტირებული -არაფერია.
ფორმა?! - უტრადიციულესი, უტრივიალურესი - ჯვარედინად გარითმული ხუთტერფიანი იამბი.
ცოტა დრო მქონდა გასაყვანი და რაკი მაინც ახმატოვაა, უსაქმოდ ჯდომას - ბარემ ვთარგმნე.
ანა ახმატოვა
მუზა
ღამით, როდესაც მოლოდინი დამეუფლება, ბეწვზე ვკიდივარ, სიცოცხლეა რამ უამური,
ის მოდის. კრძალვა, სიჭაბუკე, თავისუფლება
- რად უღირს სტუმარს. თვით უპყრია ხელთ სალამური.
აი შემოდის, ისვრის რიდეს, მოუჩანს სახე.
ჩამაცქერდება ყურადღებით, არსების წიაღ.
ვკითხავ: - თვით დანტეს “ჯოჯოხეთი” შენ უკარნახე?
და ის პასუხად სულ მარტივად მომიგებს: “დიახ!”
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Анна Ахматова – Муза
Когда я ночью жду ее прихода,
Жизнь, кажется, висит на волоске.
Что почести, что юность, что свобода
Пред милой гостьей с дудочкой в руке.
И вот вошла. Откинув покрывало,
Внимательно взглянула на меня.
Ей говорю: "Ты ль Данту диктовала
Страницы Ада?" Отвечает: "Я".
1924

კომენტარი
0