ჩანაწერი
Laravel
ანა ახმატოვა - სახეზე უკვე ღიმი არ მიჩანს
ახმატოვას ეს ლექსიც სხვადასხვა დროს, ბევრჯერ მაქვს ნათარგმნი, ზოგი ალბათ უკეთესია, ზოგიც - უარესი.
რაკი ვიპოვე, ვდებ, იქნებ ვინმეს ეამოს!
.
ანა ახმატოვა
***
სახეზე უკვე ღიმი არ მიჩანს,
ქარით ტუჩები მომეყინება.
ერთი იმედით ნაკლები დამრჩა,
ერთი სიმღერით მეტი იქნება.
ამ სიმღერასაც დავფარავ ვერსად;
კილვას, დაცინვას ვერ ემალება,
რადგანაც ტანჯავს გაუსაძლისად
სულს სიყვარულის ეს მდუმარება.
1915
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Анна Ахматова - Я улыбаться перестала
Я улыбаться перестала,
Морозный ветер губы студит,
Одной надеждой меньше стало,
Одною песней больше будет.
И эту песню я невольно
Отдам на смех и поруганье,
Затем, что нестерпимо больно
Душе любовное молчанье.
1915
რაკი ვიპოვე, ვდებ, იქნებ ვინმეს ეამოს!
.
ანა ახმატოვა
***
სახეზე უკვე ღიმი არ მიჩანს,
ქარით ტუჩები მომეყინება.
ერთი იმედით ნაკლები დამრჩა,
ერთი სიმღერით მეტი იქნება.
ამ სიმღერასაც დავფარავ ვერსად;
კილვას, დაცინვას ვერ ემალება,
რადგანაც ტანჯავს გაუსაძლისად
სულს სიყვარულის ეს მდუმარება.
1915
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Анна Ахматова - Я улыбаться перестала
Я улыбаться перестала,
Морозный ветер губы студит,
Одной надеждой меньше стало,
Одною песней больше будет.
И эту песню я невольно
Отдам на смех и поруганье,
Затем, что нестерпимо больно
Душе любовное молчанье.
1915
Laravel
კომენტარი
0