შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ანა ახმატოვა - განშორება

ანა ახმატოვა

განშორება


მწუხრის და თავქვე სვლის დრო დამეწყო,
გავლა მომიწევს გზის.
ჯერ კიდევ გუშინ “არ დამივიწყო”-
მევედრებოდა ის.
ახლა ქარია, შორით მწყემსების
ძახილი მესმის ყრუ,
დგანან კედრები ღელვით სავსენი,
სად კამკამაა რუ.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Разлука

Вечерний и наклонный
Передо мною путь.
Вчера еще влюбленный,
Молил: «Не позабудь».
А нынче только ветры
Да крики пастухов,
Взволнованные кедры
У чистых родников.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →