შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ანა ახმატოვა - ბორის პილნიაკის ხსოვნისადმი

#თარგმანები

ანა ახმატოვა

ბორის პილნიაკის ხსოვნისადმი*

შენს ბილიკს მოვყვები, გზას ვეღარ ველევი,
ხოლო შენ იცინი, ისევ უდარდელი…
თუმცა წიწვოვანი, ტბორისპირს ლელები
გპასუხობს, მაოცებს - ექოა რამდენი…
თუ ასე ვაშფოთებ, ვინც უკვე მკვდარია,
უნდა მაპატიო, ვეღარ შევიძელი.
დაგტირი ჩემიანს, გლოვამ გადამრია
და მშურს, დასდინდება ვისაც ცრემლი მწველი,
ვინც ტირილს შეიძლებს, განკითხვის ჟამს - სული,
იმათზე, ვინც ტბორის ფსკერმა შეიკედლა…
მაგრამ ამიდუღდა ცრემლი არმისული
თვალამდე, ნამმა რომ ვეღარ გამინედლა.

- - - -

* მთარგმნელისაგან - ანა ახმატოვას ეს ლექსი უფროსი კირა ანდრონიკაშვილის ქმრის ანუ ნატა ვაჩნაძის სიძის - ბორის პილნიაკის დახვრეტის შემდეგ დაიწერა, 1938 წელს.

მისი ვაჟია ბორის ანდრონიკაშვილი, რომელიც გამზრდელი დეიდის გადაწყვეტილებით, დედის გვარს ატარებდა.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

https://ru.m.wikipedia.org/wiki/Пильняк,_Борис_Андреевич

Анна Ахматова

Памяти Пильняка

И по тропинке я к тебе иду,
И ты смеешься беззаботным смехом,
Но хвойный лес и камыши в пруду
Ответствуют каким-то странным эхом…
О, если этим мертвого бужу,
Прости меня, я не могу иначе:
Я о тебе, как о своем, тужу
И каждому завидую, кто плачет,
Кто может плакать в этот страшный час
О тех, кто там лежит на дне оврага…
Но выкипела, не дойдя до глаз,
Глаза мои не освежила влага.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →