შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ანა ახმატოვა - ვმუჭავ ხელებს

ანა ახმატოვა

***

ვმუჭავ ხელებს შავ ვუალქვეშ... მესმის:
,,რატომ ხარო დღეს ფერმკრთალი ასე?"
- იმიტომ, რომ იგი უმძიმესი
ნაღვლით ვათვრე და ბოლომდე ვასვი.

დავივიწყებ? - როგორ? გაბარბაცდა.
ტანჯვისაგან მოეღრიცა პირი.
ჩამოვრბოდი, მოაჯირსაც ავცდი.
დავედევნე ჭიშკრამდე და ვყვირი

სულთმობრძავი: ,,რაც გითხარი, ყველა
ხუმრობაა. წახვალ - ვკვდები. დარჩი!
გაიღიმა მშვიდად, დამღუპველად,
მიპასუხა: ,,ნუ დგახარო ქარში!''

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

***
Сжаты руки под темной вуалью...
"Отчего ты сегодня бледна?"
-Оттого, что я терпкой печалью
Напоила его допьяна.

Как забуду? Он вышел, шатаясь,
Искривился мучительно рот...
Я сбежала, перил не касаясь,
Я бежала за ним до ворот.

Задыхаясь, я крикнула: "Шутка
Все что было. Уйдешь, я умру".
Улыбнулся спокойно и жутко
И сказал мне: "Не стой на ветру".
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →