შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ანა ახმატოვა - კარგია აქ ყოფნა

ანა ახმატოვა

***
კარგია აქ ყოფნა: ხრაშუნი, შრიალი.
ყინვა ძლიერდება აქ ყოველ ცისმარე.
თეთრ ალში დახრილი აქ ბუჩქი იალებს,
ყინულის ვარდები დაუსხამს ელვარე.

და თოვლში ფაფუკში, ნათელშერეულში -
კვალი თხილამურთა, თითქოს სახსოვარი,
თუ ადრე, ოდესღაც, დროში შორეულში
ჩვენ ორმა აქ ერთად როგორ გავიარეთ!

1922 г.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Анна Ахматова - Хорошо здесь: и шелест, и хруст

Хорошо здесь: и шелест, и хруст;
С каждым утром сильнее мороз,
В белом пламени клонится куст
Ледяных ослепительных роз.

И на пышных парадных снегах
Лыжный след, словно память о том,
Что в каких-то далеких веках
Здесь с тобою прошли мы вдвоем.

1922 г.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →