შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ანა ახმატოვა - მე ღიმილი გამაჩნია ერთი

ანა ახმატოვა
მე ღიმილი გამაჩნია ერთი

მთარგმნელისაგან:

ანალოი”- რუსულად ეწოდება მაღალ მაგიდას ეკლესიაში, რომელზეც ხატი ან წმინდა წერილი იდება. შესულია ბერძნულიდან (ანალოღია). ქართულად რამდენიმე სხვა სახელით მოიხსენება (საწიგნე, კათედრა, შუახატი, სახატე და ა შ.)


ანა ახმატოვა

მე ღიმილი გამაჩნია ერთი

***

მე ღიმილი გამაჩნია ერთი,
ტუჩს სულ ოდნავ შევატოკებ როცა.
მას საშენოდ შევინახავ- მეთქი,
რადგან იგი სიყვარულმა მომცა.

არას ვეძებ, ტლუვ და მობობოქრო,
არას ვეძებ, მეტრფევ დანარჩენთა,
ვუცქერ ჩემ წინ სახატისას ოქროს
და რუხთვალა სასიძოა ჩემთან.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Анна Ахматова – У меня есть улыбка одна

У меня есть улыбка одна:
Так, движенье чуть видное губ.
Для тебя я ее берегу —
Ведь она мне любовью дана.

Все равно, что ты наглый и злой,
Все равно, что ты любишь других.
Предо мной золотой аналой,
И со мной сероглазый жених.

1913 г.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →