შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მარინა ცვეტაევა - დამღუპველი ფოლიანტი

მარინა ცვეტაევა

დამღუპველი ფოლიანტი

***
დამღუპველი ფოლიანტი
ქალს რად უნდა წასაბილწად,
ქალისათვის - Ars Amandi
არის - მთელი დედამიწა.

გული - ყველა ვნებათღელვის,
ვნება - სხვებზე უტყუარი,
აკვნიდანვე ვინმეს ელის
სასიკვდილო ცოდვა - ქალი.

აჰ, შორია - ზეცის ალი!
ახლო - ტუჩი, ყინვაც ქროდეს…
ღმერთო, ნუ სჯი! - შენ ხომ ქალი
არ ყოფილხარ არასოდეს!

1915 г.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
*Ars Amandi –(ლათ.) „სიყვარულის ხელოვნება“,,, ტრფობანი” კრებული ოვიდიუს ნაზონისა (ქართულად - მანანა ღარიბაშვილის თარგმანი)


Марина Цветаева - В гибельном фолианте…

В гибельном фолианте
Нету соблазна для
Женщины. — Ars Amandi
Женщине — вся земля.

Сердце — любовных зелий
Зелье — вернее всех.
Женщина с колыбели
Чей-нибудь смертный грех.

Ах, далеко до неба!
Губы — близки во мгле…
— Бог, не суди! — Ты не был
Женщиной на земле!

1915 г.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →