შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მარინა ცვეტაევა - *** (,,იყავნ დღე” - და…)

მარინა ცვეტაევა - (იყავნ დღე! - და)

***
“- იყავნ დღე!” - და დღემ ბურულმა, ნისლით სავსემ,
ვით სუდარამ გადაფარა მკვდარი წყალი.
დასცქეროდა უცხო ღიმით იგი თავზე;
“- იყავნ ღამე!” - სხვა ხმამ როდი დაახანა.

მიიბრუნა ფიქრიანი თვალის ჩინი,
თავისსავე იგი ციურ გზას გაუყვა.
შენ გიმღერი, ვინაც ღამე გააჩინე,
ჩემს ღამეებს და მე მითხარ ვინაც - “იყავნ!”
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)



Марина Цветаева
Да будет день! — и тусклый день туманный...

Да будет день! — и тусклый день туманный
Как саван пал над мёртвою водой.
Взглянув на мир с полуулыбкой странной:
— Да будет ночь! — тогда сказал другой.

И отвернув задумчивые очи,
Он продолжал заоблачный свой путь.
Тебя пою, родоначальник ночи,
Моим ночам и мне сказавший: будь.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →