შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მარინა ცვეტაევა - დეკემბერი და იანვარი

#თარგმანები

მთარგმნელისაგან -

ამ მცირე, უთარიღო ლექსში (სავარაუდოდ - 1906- 1920) კარგადაა გამოვლენილი მარინა ცვეტაევას პოეტური ენის ძირითადი ნიშნები - უაღრესად სადა, არაორნამენტული ლექსიკა, გრაფიკულად, შტრიხით, მაქსიმალურად კომპაქტური ფორმით გადმოცემული დიდი განცდა; ლექსიკური გამეორება, მაგრამ ამით ანტითეზისის შექმნა, - როგორც პოეტური ტროპის სახეობა, სათქმელის პოეტური ვერბალიზაციისგან თავის შეკავება - ბოლომდე ართქმა/არგამოთქმა და ამით მკითხველისთვის როგორც თანა - შემოქმედისთვის, მაქსიმალური სივრცის დატოვება…
ძალზე მარტივია ამ ლექსის თარგმნა ქართული ენისთვის, მეტადრე პოეტურისთვის ნიშნეული მოქნილობით, მაგრამ ეს ცვეტაევა - აღარ, დარბაისელი იქნებოდა.


მარინა ცვეტაევა

დეკემბერი და იანვარი

დეკემბერში რიჟრაჟისას იყო ლხენა,
ერთი წამით - დამიარა.
ის ნამდვილი, სულ პირველი იყო ლხენა,
წიგნებიდან იყო - არა!

იანვარში რიჟრაჟისას იყო ჭირი,
მთლად საათი - გაუსვლელი.
ის ნამდვილი, მწარე ჭირი,
სულ პირველი!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева

Декабрь и январь

В декабре на заре было счастье,
Длилось — миг.
Настоящее, первое счастье
Не из книг!

В январе на заре было горе,
Длилось — час.
Настоящее, горькое горе
В первый раз!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →