შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მარინა ცვეტაევა - გაზაფხულის გვიამბეო

მარინა ცვეტაევა

***
- გაზაფხულის გვიამბეო!-
შვილიშვილთა სთხოვეს, ჰოდა,
ბებრუცანა თავს იქნევდა,
ბავშვებს ასე პასუხობდა:
- ცოდვილია გაზაფხული,
საშიშია გაზაფხული!

-კარგი, მაშინ სიყვარული გექნებაო საამბოდა!
შვილიშვილი სხვათა მჯობი ბებრუცანას უმღეოდა,
ის კი კოცონს დასცქეროდა,
პასუხობდა: - ოჰ, რა ვთქვა და
ცოდვილია გაზაფხული,
საშიშია გაზაფხული!

და ძალიან დიდხანს გარეთ ხმა ისმოდა თენებისას -
- მღერა უცოდველობისა:
- ცოდვილია გაზაფხული,
საშიშია გაზაფხული…
1919

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)


Марина Цветаева

***
— Ты расскажи нам про весну! —
Старухе внуки говорят.
Но, головою покачав,
Старуха отвечала так:
— Грешна весна,
Страшна весна.

— Так расскажи нам про Любовь! —
Ей внук поёт, что краше всех.
Но, очи устремив в огонь,
Старуха отвечала: — Ох!
Грешна Любовь,
Страшна Любовь!

И долго-долго на заре
Невинность пела во дворе:
— Грешна любовь,
Страшна любовь…
1919 г.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →