შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მარინა ცვეტაევა - ოფელია - დედოფლის დასაცავად

ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი ცვეტაევას ქმნილებებიდან.

მარინა ცვეტაევა

ოფელია - დედოფლის დასაცავად
- - -

შენ, პრინცო ჰამლეტ! საკმარისია მატლდახვეული
გვამის წვალება...შეხედე ვარდებს!
დაფიქრდი ქალზე, დღეებს ითვლის იგი ეული -
უკანასკნელი დღე-ღა ადარდებს.
შენ პრინცო ჰამლეტ, საკმარისია, დედოფლის ჩვენის
წიაღს ნიადაგ მსაჯულად სდევდე!..
ქალუნახავებს ვინ ჰკითხავს ვნებას! თვით ფედრას - შვენის -
იმ დამნაშავეს - ნამღერი დღემდე.
და უმღერებენ!... თქვენ კირის, ხრწნილის ნიადაგის,
- ემწარესიტყვეთ - ძვლებიან ნარევს...
თქვენ პრინცო ჰამლეტ! ვინ ჰკითხავს თქვენს გონს,
რომ განიკითხოს სისხლი მდუღარე!
მაგრამ თუ... ფრთხილად! ...საფლავის ქვიდან წამოვიმართე,
- საძინებელში, თქვენთან - ჟინი ვიდრე მექნება,
დედოფლის დაცვა რადგანაც მმარათებს,
კიდეც დავიცავ - მარად უკვდავი მე, თქვენი ვნება.

28 თებერვალი 1923

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева
ОФЕЛИЯ — В ЗАЩИТУ КОРОЛЕВЫ
Принц Гамлет! Довольно червивую залежь
Тревожить... На розы взгляни!
Подумай о той, что — единого дня лишь —
Считает последние дни.
Принц Гамлет! Довольно царицыны недра
Порочить... Не девственным — суд
Над страстью. Тяже́ле виновная — Федра:
О ней и поныне поют.
И будут! — А Вы с Вашей примесью мела
И тлена... С костями злословь,
Принц Гамлет! Не Вашего разума дело
Судить воспаленную кровь.

Но если... Тогда берегитесь!.. Сквозь плиты —
Ввысь — в опочивальню — и всласть!
Своей Королеве встаю на защиту —
Я, Ваша бессмертная страсть.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →