შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მარინა ცვეტაევა - გაგაზავე თმის ნამწვავო

მარინა ცვეტაევა - გაგაზავე - თმის ნამწვავო

***



გაგაზავე - თმის ნამწვავო,

შენ მიხედე ჭიქის ძირო!

ვერც ეჭამოს, ვერც ემღეროს,

ვერც ელიოს, ვერც ეძინოს!

ჯეელობა - არ ერბილოს,

არც - შაქარი არ ეტკბილოს,

ვერ იხაროს სიბნელეში,

და ნორჩ ცოლთან იყოს ლეში.

ვით ეს თმები ოქრომფენი -

მტვერი გახდა ნაცრისფერი,

ყრმობა - ისე გაუქარდეს,

მალე თეთრად დაუზამთრდეს.

ბრმა-ყრუ გახდეს!

ხმელად ხავსდეს,

მიმავალი - ვაის ძრახდეს!

1918 3 ნოემბერი

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)



Марина Цветаева

***
Развела тебе в стакане
Горстку жжёных волос.
Чтоб не елось, чтоб не пелось,
Не пилось, не спалось.

Чтобы младость — не в радость,
Чтобы сахар — не в сладость,
Чтоб не ладил в тьме ночной
С молодой женой.

Как власы мои златые
Стали серой золой,
Так года твои младые
Станут белой зимой.

Чтоб ослеп-оглох,
Чтоб иссох, как мох,
Чтоб ушёл, как вздох.


3 ноября 1918
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →