შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ამაოა...

ამაოა
პირჯვრის წერა
და უგულოდ
ლოცვის მღერა.
ცრემლის დაღვრა,
პირის ხოკვა,
თმების გლეჯვა
ღერა - ღერა.
ამაო
ზარის ჟღერა...
ღმერთმა
თუ არ დაგვიჯერა.
ღმერთსა
ჩვენი არა სჯერა,
რადგან
ქ რ ი ს ტ ე
არ გვწამს ჯერა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →