შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ბედი გსჯიდეს, სენი გჭირდეს...

ბედი გსჯიდეს,
სენი გჭირდეს,
არ წამოგცდეს
ღმერთზე წყენა.
რაზომც ტკივილს
განიცდიდე.
,იობივით
აქე ზენა.
სულს
მოგითქვამს
ეგ მოთმენა,
მოგეცემა
ბოლოს
ლხენა.
ყველა სენსა
ლოცვა კურნავს,
ცრემლით ლოცვა
და ღრმა
რ წ მ ე ნ ა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →