შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ბაბუ!

ბაბუ, რაც კი პენსიაზე
გახვედი და სახლში ზიხარ;
გულის წნევას რომ უჩივი.
ივარჯიშე თუ კაცი ხარ.

აი, ასე - ერთი, ორი...
მიდი, ბაბუ, მიდი, ძველო!
მინდა, კიდევ დიდხანს, დიდხანს
იცოცხლო და იდღეგრძელო.

მაგრად უნდა მყავდე ბაბუ,
მწამს, აღიდგენ ჯანმრთელობას;
დაგავიწყდა?! ჩემს ქორწილში,
რომ დამპირდი თამადობას?!

ბებო ამბობს, - ბაბუაო,
ბრძენიაო შეუცვლელი!
მიდი, ბაბუ, მაშ, ცხოვრებას,
ვაჟკაცურად გაუძელი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →