შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჩემო ბებო ლამაზო!

დღეს მე დასაძინებლად
ჩემს დედიკოს მივყვები;
გაგებუტე, ბებია,
ზღაპარს რომ არ მიყვები.

კარგი, ნუ გაბრაზდები,
ბებო, იცი, გპირდები;
დღეს ხომ გაბუტული ვარ?! -
ხვალე შერიგდები.

ახლა გინდა მაკოცო?
ესე იგი, არ ბრაზობ?
კარგი, მაშინ, შევრიგდეთ,
ჩემო ბებო ლამაზო!

მოდი, ჯერ შეგიმშრალო
ცრემლიანი ლოყები...
ბებო, ბებო, მითხარი, -
რომელ ზღაპარს მოყვები?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →