შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

პრინცესა

მე დედიკომ მიყიდა
ეს ლამაზი კაბა.
განა არ ვარ პრინცესა?
შემომხედეთ აბა!

კარნავალი დაიწყო.
და მე მჯერა, ვიცი,
საცეკვაოდ ზეიმზე,
მოვა ჩემთან პრინცი.

მოვა და შემომახვევს
გარს ჯადოსნურ ალს;
რას ვიცეკვებთ, თუ იცით?
რა თქმა უნდა, ვალსს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →