შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მზე პირს იბანს

- ნახე, წვიმს და თანაც მზეა,
გიკვირს, ჩემო ძვირფასო?
იცი, ამ დროს რას ამბობენ?
რას და მზე პირს იბანსო.
- მზე პირს იბანს?!
როგორ იბანს?
რომ არა აქვს ხელები?
- მზის ხელები არის მისი
ოქროსფერი სხივები;
და მზე თბილად გვეფერება,
ციდან ფერებს გვიფანტავს...
- ნახე, დედი, ცისარტყელა!?
მზე პირ - სახეს იხატავს!
- შვილო, აბა, ვის უნახავს,
მზე პირდაუბანელი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →