ჩანაწერი
Laravel
მელა, ტურა და კურდღელი
ხესთან, ბუჩქში ჩამალულა,
მატყუარა მელაკუდა;
რა ხანია, კურდღელს ელის,
მელას კურდღლის შეჭმა უნდა.
დასცხა მსუნაგს, ოფლი დასდის,
ბრაზობს, სული ეხუთება;
ფხიზლობს, არვინ შეამჩნიოს,
თავის გრძელ კუდს ეხუტება.
უცებ შეკრთა, ხმა მოესმა,
ხედავს, მისკენ მოდის ტურა;
ადგა, თავი მოარიდა,
სოროსაკენ გაეშურა.
იქვე ბილიკს ჩაუყვა და
რომ ჩავიდა გზის ბოლოში;
აქეთ - იქეთ მიიხედა,
შეძვრა თავის ბნელ სოროში.
კურდღელი კი, ბედზე ამ დროს,
სახლში იწვა, სიცხე ჰქონდა;
შუბლზე ედო ცივი ტილო.
რაც ძალიან არ მოსწონდა.
მატყუარა მელაკუდა;
რა ხანია, კურდღელს ელის,
მელას კურდღლის შეჭმა უნდა.
დასცხა მსუნაგს, ოფლი დასდის,
ბრაზობს, სული ეხუთება;
ფხიზლობს, არვინ შეამჩნიოს,
თავის გრძელ კუდს ეხუტება.
უცებ შეკრთა, ხმა მოესმა,
ხედავს, მისკენ მოდის ტურა;
ადგა, თავი მოარიდა,
სოროსაკენ გაეშურა.
იქვე ბილიკს ჩაუყვა და
რომ ჩავიდა გზის ბოლოში;
აქეთ - იქეთ მიიხედა,
შეძვრა თავის ბნელ სოროში.
კურდღელი კი, ბედზე ამ დროს,
სახლში იწვა, სიცხე ჰქონდა;
შუბლზე ედო ცივი ტილო.
რაც ძალიან არ მოსწონდა.
Laravel
კომენტარი
0