შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სპილო

გააჩერა სპილომ
მოძრაობა გზაზე
დააბიჯებს, ურცხვად
მანქანების თავზე...
ირგვლივ ამტყდარ პიპინს
სულ არ უგდებს ყურს
და ჯიუტად სპილოს,
კატაობა სურს...
- უნდა ივარჯიშო,
რომ დაიგდო წონა; -
მიაძახა სპილოს
მძღოლმა ერთმა, ორმა:
- რომ დაგეკლო კიდევ,
ერთი ასი კილო,
გაგასეირნებდით
ჩვენო ძმაო სპილო!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →