შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბებომ თაფლი მომიტანა

ბებომ თაფლი მომიტანა,
ქარვისფერი ქილით;
და კალათა ავსებული
ნაირ-ნაირ ხილით.

ვიშ! რა კარგი ბებიკო მყავს,
კეთილი და თბილი;
მის მორთმეულ საჩუქარებით,
მე ვარ კმაყოფილი.

- ბებო, გთხოვ, ჯერ ხილს არ შევჭამ.
რადგან უფრო გულით;
ჩვენი სოფლის თაფლი მინდა,
კარაქიან პურით.

ერთი ქილა თაფლი რაა,
ბარემ შევჭამ ათსა;
ზოოპარკში წავუღებდი,
რომ შემეძლოს დათვსა.

-ჩემო კარგო, რადგან თაფლი
ტკბილია და ამო;
კბილებს უნდა გაუფრთხილდე,
ზომიერად ჭამო!

- მოდი, აბა, შენც შეჭამე,
ბებო, თაფლი ტკბილი;
შენ კბილები მაინც არ გაქვს,
რომ აგტკივდეს კბილი!

ბებო, ბებო, გაგეხუმრე,
გთხოვ, ნუ მიწყენ ამას;
მართლაც, ჭამამ თუ მაწყინა,
რა აზრი აქვს ჭამას!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →