ჩანაწერი
Laravel
მითხარ, ქარო!
- მითხარ, ქარო! რატომ დაჰქრი?
ხეებს ტოტებს რად ულეწავ?
მტვერს თვალებში რატომ გვაყრი?
დავარცხნილ თმებს რად გვიწეწავ?
სიბობოქრეს, გიჯობს, იქცე
ისევ ისეთ ნიავქარად;
სიცხეში რომ ნატრობს ყველა,
სულის, გულის გასახარად!
თუ კი გვიშლი თამაშს ბავშვებს,
რად გიკვირს, რომ ვბრაზობთ, ვღელავთ;
ხომ ხედავ, რომ ვცეკვავთ, ვმღერით,
ვხატავთ ცარცით, ბუშტებს ვბერავთ!
- ბავშვებო, ნუ მიბრაზდებით,
გთხოვთ, მისმინეთ, ჩუმად, წყნარად;
ვიცი, გინდათ, რომ კვლავ, ვიქცე
თქვენ საყვარელ ნიავქარად.
მეც, თქვენსავით ვცელქობ, დავჰქრი,
ლაღად ვმღერი: ,,დელი, დელას",
ფილტვები მაქვს დაბერილი,
და ვუბერავ პირით ყველას.
მიყვარს, ძაან, ხის ჩეროში,
რომ გაგრილებთ ბავშვებს ტკბილად.
მაგრამ მაინც გაგაფრთხილებთ,
ითამაშეთ ჩემთან ფრთხილად!
ნუღარ გაოფლიანდებით,
სახლში წადით, ნუ ხართ გარეთ;
დაისვენეთ და გთხოვთ, ამას
დაღლილ გულზე წყალს ნუ დალევთ.
დღეს, რად დავჰქრი?! ვცდილობ, ციდან
ღრუბლები რომ გადავყარო;
რათა მზემ, კვლავ გააბრწყინოს,
ეს ქვეყანა, ეს სამყარო!
ხეებს ტოტებს რად ულეწავ?
მტვერს თვალებში რატომ გვაყრი?
დავარცხნილ თმებს რად გვიწეწავ?
სიბობოქრეს, გიჯობს, იქცე
ისევ ისეთ ნიავქარად;
სიცხეში რომ ნატრობს ყველა,
სულის, გულის გასახარად!
თუ კი გვიშლი თამაშს ბავშვებს,
რად გიკვირს, რომ ვბრაზობთ, ვღელავთ;
ხომ ხედავ, რომ ვცეკვავთ, ვმღერით,
ვხატავთ ცარცით, ბუშტებს ვბერავთ!
- ბავშვებო, ნუ მიბრაზდებით,
გთხოვთ, მისმინეთ, ჩუმად, წყნარად;
ვიცი, გინდათ, რომ კვლავ, ვიქცე
თქვენ საყვარელ ნიავქარად.
მეც, თქვენსავით ვცელქობ, დავჰქრი,
ლაღად ვმღერი: ,,დელი, დელას",
ფილტვები მაქვს დაბერილი,
და ვუბერავ პირით ყველას.
მიყვარს, ძაან, ხის ჩეროში,
რომ გაგრილებთ ბავშვებს ტკბილად.
მაგრამ მაინც გაგაფრთხილებთ,
ითამაშეთ ჩემთან ფრთხილად!
ნუღარ გაოფლიანდებით,
სახლში წადით, ნუ ხართ გარეთ;
დაისვენეთ და გთხოვთ, ამას
დაღლილ გულზე წყალს ნუ დალევთ.
დღეს, რად დავჰქრი?! ვცდილობ, ციდან
ღრუბლები რომ გადავყარო;
რათა მზემ, კვლავ გააბრწყინოს,
ეს ქვეყანა, ეს სამყარო!
Laravel
კომენტარი
0