შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

არ გამიწირავს ბევრი

შენი სიცივე მათბობს,
და შენი მზერა მკლავს,
ამ გაზაფხულის დამდგომს,
ვეღარ ვპოულობ გზას.

რომ აფრინდება მტრედი,
ისიც იპოვის სხვას,
მე ვერ შევკრიბე ბედი,
ვერ მოვუმატე სვლას.

ჩემი გონების ხედი,
კვლავ შენს კარებთან დგას,
ბოდვად ვიყავი,ბნედით,
შენ მევლებოდი თავს.

ხან კი გაგდებდი გვერდით,
სხვასთან ვტკბებოდი ვნებით,
აქ არ ხარ,ჩემს თავს ვეტყვი
-"არ გაგიწირავს ბევრი".
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →