შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჩამოეკიდა ღრუბელი ზეცას

ჩამოეკიდა ღრუბელი ზეცას
სველი ხელების გაშრობას ლამობს,
ფოთლებიც ქარის მიყვება ნებას
და ახლა წვიმა სიხარულს აქრობს.

შენს მხარეს მუდამ სინათლე იყოს,
ოღონდ მანდ მხოლოდ სიმშვიდე გქონდეს,
ჩემი მიზანი ეს არის თითქოს,
მე მდუმარებით მივბაძავ ცოტნეს.

შენი სუნთქვა თუ იქნება ნელი,
ვერას დამაკლებს დიდი ტკივილი,
და რომ შემეძლოს კვლავ დაბრუნება
ისევ იგივე გზაზე ვივლიდი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →